დავით გარეჯი 1 დღიანი ტური

აღწერა:

ეწვიეთ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, რომელიც დაარსდა VI საუკუნეში დავით გარეჯელის მიერ და დატკბით ფერადი ნახევრად უდაბნო მთების ხედით. შემდეგ გაემგზავრეთ სოფელ ბადიაურში, რათა დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული პური და ყველი. გააგრძელეთ ბოდბის სამონასტრო კომპლექსისკენ, წმინდა ნინოს განსასვენებლისკენ, რომელმაც საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა. გაემგზავრეთ ქალაქ სიღნაღში, რომელიც ცნობილია როგორც "სიყვარულის ქალაქი". მე-18 საუკუნეში მეფე ერეკლე II-ის მიერ დაარსებულ სიღნაღს აკრავს მე-18 საუკუნის კედელი 23 კოშკით, რომელიც მოიცავს 40 ჰექტარს და სიგრძე 4 კმ-ს. კედლის ზემოდან დატკბით ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედებით კავკასიონის ფონზე.

მარშრუტი:

  • თბილისი - შეხვედრა გიდთან და მძღოლთან

  • დავით -გარეჯის მონასტერი - VI საუკუნის კომპლექსი.

  • სოფელი ბადიაური - ქართული ტრადიციული პურის და ყველის დაგემოვნება.

  • ლანჩი

  • ბოდბის მონასტერი - წმინდა ნინოს განსასვენებელი

  • სიღნაღი - სიყვარულის ქალაქი

  • თბილისი - ტურის დასასრული

ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება კომფორტული სედანით, მინივენით ან მიკროავტობუსით

  • ინგლისურენოვანი გიდის მომსახურება მთელი მოგზაურობისთვის

  • შესვლის საფასური

  • ქართული ტრადიციული პურის და ყველის დაგემოვნება

  • მინერალური წყალი

ღირებულებაში არ შედის:

  • საერთაშორისო ფრენის ბილეთები

  • სამოგზაურო დაზღვევა

  • პირადი ხარჯები